"ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა
"ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა

A+ A-

16:22 13/05/2021

მოძრაობა "ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებული პირის შესახებ.

ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. მედიის ცნობით, ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას ამზადებს.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.