"ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება"
"ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება"

A+ A-

23:41 12/05/2021

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა ნეთანიაჰუს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.

"დღეს ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ველაპარაკე, მათ შორის ღაზას სექტორიდან გასროლილ რაკეტებზე, რითიც ისრაელის მოსახლეობას მიზანში იღებენ. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. დეესკალაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია", - წერს ბლინკენი "ტვიტერზე".