ღაზას სექტორში დაპირისპირებას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია
ღაზას სექტორში დაპირისპირებას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია

A+ A-

11:39 12/05/2021

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის განხოციელებულ იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაღუპულთაგან 30 პალესტინელია, მათ შორის 10 - ბავშვი. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.