სოფელ იყალთოში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
სოფელ იყალთოში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

A+ A-

10:33 12/05/2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროს მოხდა. დაწყებულია გამოძიება.