"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა

A+ A-

23:41 11/05/2021

მოძრაობა „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილია ერთი ქალი, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვია. ერთ-ერთი რაკეტა ჰოლონში ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვარდა.

სირენების ხმა ისმის თელ-ავივის აღმოსავლეთით, ბენ გურიონის აეროპორტთანაც, რომელმაც დაბომბვის გამო ფრენების მიღება შეაჩერა.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.