"სინოფარმით" ავიცერი, საკმაოდ კომპლექსური არჩევნები გველოდება და ვაქცინაცია კიდევ ერთი გარანტია იქნება"
"სინოფარმით" ავიცერი, საკმაოდ კომპლექსური არჩევნები გველოდება და ვაქცინაცია კიდევ ერთი გარანტია იქნება"

A+ A-

20:38 09/05/2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

"დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით ავიცერი, რითაც ვფიქრობ გადავდგი ნაბიჯი წინ იმისათვის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩემს კოლეგებს და გარშემო მყოფ ადამიანებს უფრო მეტად მოვუფრთხილდე. ვთვლი, რომ ვაქცინაცია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებაა და ვუერთდები იმ ადამიანების რიგებს ვინც მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ.

ამ წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის საკმაოდ კომპლექსური არჩევნები გველოდება. ამიტომ ჩემს კოლეგებს, მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართავ, - ჩვენს მიერ შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, ვაქცინაცია კიდევ ერთი გარანტია იქნება ამომრჩეველთა დაცულობისა და ამ არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის.

ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ვაქცინაციის პროცესში და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, საზოგადოების პასუხისმგებლობა; ყველა უნდა ავიცრათ! თუ გვინდა დავუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას და განვითარებისკენ სვლას", - წერს ჟვანია სოციალურ ქსელში.