"Wizz Air" ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით განაახლებს
"Wizz Air" ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით განაახლებს

A+ A-

15:51 05/05/2021

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Wizz Air" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით განაახლებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მაისიდან ფრენები რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აღდგება.

"ვიზეარმა" საქართველოდან ფრენები 18 აპრილიდან განაახლა. რეისები თავდაპირველად ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განახლდა.

გუშინ, 4 მაისს კი, ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელება ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "FlyArystan"-მა დაიწყო და პირველი რეისიც შეასრულა.