"ინდური შტამისაგან“ დაზღვევა ბოლომდე რთულია, საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული"
"ინდური შტამისაგან“ დაზღვევა ბოლომდე რთულია, საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული"

A+ A-

14:09 04/05/2021

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში "ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა უკვე  დაფიქსირდა.

"მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად "ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა "ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. გახსოვთ, ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში, მათ ჩვენ 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ", - განაცხადა კახაძემ.

საქართველოში ინდური შტამის შემთხვევების არსებობას უარყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინდური შტამი ჯერ ლაბორატორიულად დაფიქსირებული არ არის.