"მე ვხედავ საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობას მომავალში, როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული"
"მე ვხედავ საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობას მომავალში, როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული"

A+ A-

13:54 04/05/2021

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამ ეტაპზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

"საგამოძიებო კომისია მართლაც არ არის შეთანხმების ნაწილი, მე ვხედავ საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობას მომავალში, როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, როდესაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს გადაწყვეტილებას და შემოუერთდება ხელშეკრულებას და იქნება პარლამენტში. ამის შემდეგ შესაძლებელია ვიმსჯელოთ და ეს იქნება მსჯელობის და ჩვენი გადასაწყვეტი, მაგრამ ამ ეტაპზე, დღეს რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხელშეკრულების ნაწილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას სჭირდება კონკრეტული რაოდენობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში, რაც ჯერჯერობით არ არის, ამიტომ დაველოდოთ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.