ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან
ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან

A+ A-

11:57 04/05/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან. ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ეს მორიგი ვიზიტია და გირაოზე თანხმობა, ან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება.

"დღეს უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლუტურად გაუგებარი ამ საქმეზე, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხდეთ ჩვენს მეგობარს, რომელიც არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, დეტალებზე შეხვედრის შემდგომ", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიკა მელიასთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ამნისტიის კანონპროექტი მიუღებელია, რაც შეეხება გირაოს საკითხს, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ამნისტიის კანონპროექტის ინიციატივას გაითხოვენ.