თბილისში, ვაქცინაციის შემდეგ 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, ვაქცინაციის შემდეგ 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

A+ A-

11:33 04/05/2021

თბილისში მცხოვრები 67 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ვაქცინა გახდა - "ტვ პირველს" გარდაცვლილის მეზობლები უდასტურებენ რომ მამაკაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, AstraZeneca რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

იმუნიზაციიდან ორ დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა.

"პირველების" ინფორმაციით, მამაკაცს ასთმა აწუხებდა.