ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

A+ A-

21:58 03/05/2021

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.