"მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს"
"მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს"

A+ A-

16:33 03/05/2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება და ხელისუფლების მოტივაცია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილება იყო.

"მიიღეს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები, რითიც პრაქტიკულად შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მე-6 მუხლი დაირღვა კონვენციის, ეს ცალკე აღებულად არ უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ მე-6 მუხლის დარღვევის დროს, ბუნებრივია მოტივაცია არსებობდა მისი პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების, შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა მე-18 მუხლი. ანუ მისი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს, იქ არ არის პირდაპირი მტკიცებულებები, იქ არის ძირითადად მხოლოდ მხოლოდ ირიბი ჩვენებები, ირიბი მტკიცებულებები და ამის საფუძველზე დადგა უკანონო განაჩენი" - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი - ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და შეწყალების საქმე.