"პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა"
"პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა"

A+ A-

15:32 03/05/2021

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც გურიაში, სასაფლაოსთან მომხდარ ამბავს ეხება.

"დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის  ნება არ მისცა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ, გურიაში, სამართალდამცველებმა სასულიერო პირებს სასაფლაოს ტერიტორია დაატოვებინეს.