გურიაში, სასაფლაოზე მისულ სასულიერო პირებს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა
გურიაში, სასაფლაოზე მისულ სასულიერო პირებს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა

A+ A-

15:27 03/05/2021

გურიაში, სასაფლაოზე მისულ სასულიერო პირებს პოლიციამ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სასაფლაოზე მისულ მამა ერმალაოსსა და მამა ლონგინოზს, სამართალდამცველებმა ლოცვა შეაწყვეტინეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

"ვიცი, რომ რეგულაციებია, ვიცი, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ არის ვირუსის გადადების საშიშროება, მაგრამ, არამგონია ერთი საულიერო პირის შესვლით, იქ რაიმე პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ რადგან კანონია ვემორჩილებით.

ვიცოდი, რომ ჩვენ საფლავების კურთხევის უფლება გვქონდა. უნდა გვეკურთხებინა იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც მართლმადიდებლურად აღესრულენ. შარშანაც იყო რეგულაციები, მაშინაც იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულები, მაგრამ შევდიოდი", - განუცხადა "ტვ პირველს" მამა ერმალაოსმა.

საპატრიარქო ხალხს მოუწოდებდა, აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენილიყვნენ, საფლავების კურთხევას კი საკუთარ თავზე სასულიერო პირები აიღებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ "აკრძალვა ეხება ყველას".