დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

A+ A-

09:06 03/05/2021

დღეიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

ავტობუსების, მეტროს და საბაგიროების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

ამასთან, მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება.