2-3 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
2-3 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

A+ A-

05:28 02/05/2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ცალკეულ რაიონში იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება.  

თბილისში 2-3 მაისს დღის საათებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.