"ტექნიკურ მიღწევებს სიკეთეც მოაქვს, მაგრამ სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს"
"ტექნიკურ მიღწევებს სიკეთეც მოაქვს, მაგრამ სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს"

A+ A-

00:05 02/05/2021

ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგისავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული.

"სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი  განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებსთუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი  ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი;   მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც   ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის).

გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია:

მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ - ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ.

ამასთან, რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც", - აღნიშნულია ეპისტოლეში.