"მთელი თაობა წავიდა, არაჩვეულებრივი თაობა და რაღაც ეპოქა თეატრალური დამთავრდა"
"მთელი თაობა წავიდა, არაჩვეულებრივი თაობა და რაღაც ეპოქა თეატრალური დამთავრდა"

A+ A-

14:39 01/05/2021

მსახიობი ეკა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ კახი კავსაძის გარდაცვალებით, მისი პერიოდის თეატრალური ეპოქა დამთავრდა.

"კარგი მსახიობი რომ იყო ყველამ იცის, მაგრამ როგორი პიროვნება იყო და იშვიათი ბედნიერებაა, რომ ასე ყველას უყვარდეს. მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა ბატონი კახი. ბედნიერი ადამიანი იყო, ძალიან წარმატებული მსახიობი და საერთოდ მისი ეპოქა დამთავრდა. აი, რაღაცნაირად, მთელი თაობა წავიდა, არაჩვეულებრივი თაობა და რაღაცა ეპოქა თეატრალური დამთავრდა", - განაცხადა ეკა ჩხეიძემ.

ლეგენდარულ მსახიობ კახი კავსაძეს, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 85 წლის ასაკში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.