ALDE-ის თავმჯდომარე ჰანს ვან ბაალენი გარდაიცვალა
ALDE-ის თავმჯდომარე ჰანს ვან ბაალენი გარდაიცვალა

A+ A-

15:07 30/04/2021

ევროპის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის [ALDE] პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ავრცელებს.

ჰანს ვან ბაალენი 1999-2009 წლებში იყო ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2009-2019 წლებში ევროპარლამენტის წევრი, 2009-2014 წლებში Liberal International-ის პრეზიდენტი.

ბაალენი ALDE-ს პარტიის პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან დღემდე იკავებდა.

ბაალენი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იყო. ბოლო დროს ის აქტიურად ავრცელებდა განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებთან დაკავშირებით.