"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ მილებად გადააქცია"
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ მილებად გადააქცია"

A+ A-

18:06 29/04/2021

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბათუმში ქანდაკებები “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ ნაწილებად დაშალეს და "მილებად აქციეს".

“შეყვარებული ტურისტის“  მკვლელობის საქმე

“შეყვარებული ტურისტის“ ქანდაკებების სერია მხატვარმა გელა წულაძემ 2009 წელს სპეციალურად ბათუმისთვის მოიფიქრა.  

პირველი “შეყვარებული ტურისტი“  ზურგჩანთა გულით, ბათუმის შესასვლელთან, გვირაბის თავზე ბათუმისკენ მიემართება.

საოცრებათა მოედნიდან ტურისტის სიყვარულის ისტორია იწყება და ყველა ტრანსფორმაციაში მეგობრობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულს და სიყვარულს უზიარებს ყველას, ვისი მხედველობის არეალშიც მოხვდება.
ახალი ბულვარის დასაწყისამდე ტურისტი სიყვარულის მშვენიერ ისტორიებს აგროვებს და აქ უკვე ზუსტად იცის, რომ სიყვარული სასწაულია, და თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ -  ეს ისტორია „აჭარის სასწაულის“ იდენტური და მომავლის მესიჯია, რომ სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.   

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ ამ მილებად გადააქცია. ეს მისი მმართველობის იდენტური  მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის.

“შეყვარებული ტურისტი  ყირამალა“ აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

May be an image of გარეთMay be an image of ერთი ან მეტი ადამიანი და გარეთ