"ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი"
"ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი"

A+ A-

23:57 28/04/2021

​მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად კელი დეგნანთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი, სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.