"ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში"
"ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში"

A+ A-

14:15 28/04/2021

თბილისში მსახიობისა და ტელეწამყვანის გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მანქანა დააზიანეს - ფოტოებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ნათია ბანძელაძე ავრცელებს.

"ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში, უკვე ასეთი შეუმდგრები რომ ხართ!!!!

P.S. ამ მანქანაზე ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღვიქვამ, იმიტომ რომ მისია, იმიტომ დავჯექი და არ გავაფუჭე რომ სულ დარდობდა, როცა უკვე ვეღარ ატარებდა, ყოველ დილით სამსახურში რომ მაცილებდა, მთხოვდა, დაელაპარაკე რა და უთხარი, კი არ მივატოვეო...  მერე მკითხავდა - იყავი, ნახე, უთხარიო????აი ეს არის ჩემთვის ეს მანქანა, სიყვარულის და ადამიანობის სიმბოლო... და არა მანქანა "გლუშიტელი" თუ "კატალიზატორი", - წერს ნათია ბანძელაძე.

გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წელს 51 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ის ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

May be an image of მანქანა და გარეთMay be an image of მანქანა და გარეთ