"ქუთაისი 2010" საქართველოს თასის მფლობელი გახდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს თასის მფლობელი გახდა

A+ A-

19:45 27/04/2021

საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

"პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, უდაძაბულეს ბრძოლაში, ჩვენმა გუნდმა საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში 83:81 დაამარცხა დედაქალაქური "ოლიმპი" და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა საპატიო ტროფეი.

მიმდინარე სეზონში "ქუთაისი 2010"- სთვის ეს უკვე ზედიზედ მესამე ტიტულია. ქუთაისელებმა ჯერ დუდუ დადიანის, შემდეგ საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირები მოიგეს. ჩემპიონობა და ჯილდოების სრული კომპლექტი გვექნება", - აღნიშნულია "ქუთაისი 2010"-ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.