"კიდევ ერთი სამი წელიწადი აქ არავინ შემოყოფს ცხვირს, თუ ასე გაგრძელდა"
"კიდევ ერთი სამი წელიწადი აქ არავინ შემოყოფს ცხვირს, თუ ასე გაგრძელდა"

A+ A-

13:57 26/04/2021

მთავრობისადმი პროტესტის მთავარი მოწოდება უნდა იყოს “გაგვიკეთე ვაქცინა” და არა “გამიხსენი ფიტნესი”!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე წერს.

"ან ავიცრებით და წესებს დავიცავთ, ან ჩავიკეტებით. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა ინდოეთში დატრიალებულმა  უბედურებამ.  ასაცრელი წამალი რომ არა გვაქვს, ამაზე ვის უნდა შევუკურთხოთ თუ მივუვარდეთ (პირბადეებით, რა თქმა უნდა), ეს არაა ძნელი მისახვედრი.

ისე, “ჩემი რესტორანი გამიხსენი” აქციებში მონაწილეებს უნდა შევახსენო, რომ რესტორნები მხოლოდ იმიტომ კი არ კოტრდებიან, რომ დახურულები არიან, არამედ იმიტომ, რომ 9 მილიონი კლიენტი დაკარგეს ტურისტების სახით. კიდევ ერთი სამი წელიწადი აქ არავინ შემოყოფს ცხვირს, თუ ასე გაგრძელდა. ნურც მთავრობას დაუჯერებთ და ნურც “ექსპერტებს”-წელს ტურისტი რომ შემოვიდეს, ამის შანსი ნულია.

მთავრობისადმი პროტესტის მთავარი მოწოდება უნდა იყოს “გაგვიკეთე ვაქცინა” და არა “გამიხსენი ფიტნესი”!", - წერს გოცირიძე.