"იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას"
"იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას"

A+ A-

19:48 24/04/2021

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება.

ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი – დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას“, – წერს სალომე სამადაშვილი.