"თუ ელისაშვილს აუხდა წინასწარმეტყველება და "მარცხი მოუვიდა“, ამათ რატომ ჰგონიათ, რომ იგივე არ დაემართათ?"
"თუ ელისაშვილს აუხდა წინასწარმეტყველება და "მარცხი მოუვიდა“,  ამათ რატომ ჰგონიათ, რომ იგივე არ დაემართათ?"

A+ A-

14:22 24/04/2021

"ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის იმ ნაწილის შესახებ წერს, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ღირსებისთვის ბრძოლის გამო დაჭერილ ადამიანს ვაჭრობა არ უნდა მოუწყო და შენ ამ დროს პარლამენტში კაბინეტებს არ უნდა ირჩევდე.

"თუ ალეკო ელისაშვილს აუხდა საბედისწეროდ იმ მართალი კახელი კაცის წინასწარმეტყველება და „მარცხი მოუვიდა“,  ამათ რატომ ჰგონიათ, რომ იგივე არ დაემართათ? ან რატომ ჰგონიათ ამ ხელმომწერებს, რომ მასზე უკეთესები არიან?რატომღაც ვფიქრობ, ბევრს ავიწყდება, რომ ეს სახელმწიფოა და არა ბაზარი! აბა, ან ეს ამნისტია რას ნიშნავს, ან გირაო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც კობახიძის პირდაპირი აღიარებითი ჩვენება არსებობს, რომ მელიას დაჭერა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა. ან რომელ კანონში წერია, დაიფიცოს მელიამ, რომ გადაიხდის გირაოს და მერე შევა პროკურატურა გირაოს მოთხოვნითო? ანუ, თუ მართლა დიდი იდეისთვის ვიბრძვით, ქვეყანას სამართლიანობა სჭირდება პირველ რიგში. რაც ნიშნავს იმას, რომ: ღირსებისთვის ბრძოლის გამო  დაჭერილ ადამიანს ვაჭრობა არ უნდა მოუწყო და შენ ამ დროს პარლამენტში კაბინეტებს არ უნდა ირჩევდე. არც ტყვეებით არ უნდა  ვაჭრობდნენ ცივილურ სახელმწიფოში! და არც ელჩებისგან უნდა მივიღოთ დამცინავი პასუხი აღარასოდეს: „ რა გაგიკვირდათ, რა მოხდა ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა თქვენთან, რა ისტერიკა ატეხეთო.“

დღეს კი, რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ როგორც მელიას ინტერესი არ გაითვალისწინა ოპოზიციის ნაწილმა, ისე არც ამომრჩევლის და არც ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ არასოდეს, რადგან 6 თვეა ბრძოლა მიდის, ხალხმა დაიჯერა, რომ ვადამდელი არჩევნებია მთავარი და ახლა თურმე, 43 %  ადგილობრივ არჩევნებზე ყოფილა ევროპული გზა და ჩქარ-ჩქარა მოაწერეს ხელი და შეცვივდნენ პარლამენტში.

ისე, ევროკავშირის ელჩების მაგიდიდან რომ ადგნენ და ზურაბიშვილისკენ გაემართნენ, გზად მაინც შეევლოთ ნიკასთან, ტელევიზორიდან რომ არ გაეგო იმ კაცს ყველაფერი. მით უმეტეს, რომ დეპუტატის მანდატი ყველას აქვს და პრობლემა არ ექნებოდათ, მაგრამ ბანკეტზე აგვიანდებოდათ, როგორც ჩანს..."- წერს ჭიჭინაძე.