"ამდენი "კანონდებილი" მართლა სასჯელია, თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი"
"ამდენი "კანონდებილი" მართლა სასჯელია, თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი"

A+ A-

23:59 22/04/2021

გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, სჯობდა ხვიჩიას სანაძლეო წკიპურტებზე დაედო.

"ღმერთო ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, "ხინკალზე ნიძლავის" იქით ვერ მიდიან. ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას, ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ "ესენი" ყველანი პარლამენტში შევლენ თუ არაო, "ესენი" ანუ ნაც მოძრაობა, მე-კანონი და სამართალი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტები, ევროპული, ელენე ხოშტარია. "ხინკალზე დავნიძლავდითო" თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი). ღმერთო რა, ამდენი "კანონდებილი" მართლა სასჯელია... თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი," - წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საკუთარი პარტიის სხვა ლიდერთან სანაძლეო დადო, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შევლენ.