"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა
"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

A+ A-

11:57 22/04/2021

"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც აშვეთია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

"დადგა ის მომენტი, დავტოვო ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვთნელის თანამდებობა! მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი! იყო ბევრი პრობლემები, მოყოლებული გასული წლიდან, რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის! ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის ტორპედოს, დალაგებულიყოს ყველაფერი როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება! მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა ! ახალ მწვთნელს წარმატებას ვუსურვებ! ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვთნელს, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად.....თორემ ძალიან ძნელი იქნება !"-აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ აშვეთია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს მეორე წელია იკავებს, "ტორპედოში" კი დაახლეობით 5 წელი არის. ვინ იქნება "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჯერ უცნობია.