კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

A+ A-

00:38 22/04/2021

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა.

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და განცხადება მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.