"რას ნიშნავს დამოუკიდებლად ვაწერ ხელს? დამოუკიდებლად მოიპოვა მანდატი?"
"რას ნიშნავს დამოუკიდებლად ვაწერ ხელს? დამოუკიდებლად მოიპოვა მანდატი?"

A+ A-

23:52 19/04/2021

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"სამწუხაროა, სალომე სამადაშვილის პოზიცია. პარტიის თავმჯდომარეს ციხეში ტყვედ იტოვებდნენ და მიტაცებული არჩევნებით თვითმარქვია "პრეზიდენტს" ეწვიო საერთო გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად ,ეს არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პოლიტიკურად უმწიფარი ქცევა.

რას ნიშნავს დამოუკიდებლად ვაწერ ხელს? მოლაპარაკებებზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იღებდა მონაწილეობას? დამოუკიდებლად მოიპოვა მანდატი?

სამწუხაროა და უფრო მეტიც...", - წერს ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.