"მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს"
"მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს"

A+ A-

23:42 19/04/2021

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

„მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს! რადგან, მიუხედავად თავისი პარტიის მხრიდან ბულინგისა, მან შეძლო ცივი გონებით და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიეღო! ეს ნამდვილად დასაფასებელია და აღნიშვნის ღირსია!“ - წერს ზარქუა.