"ეს შეთანხმება რჩება ღია პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად"
"ეს შეთანხმება რჩება ღია პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად"

A+ A-

23:22 19/04/2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი, თუმცა შეთანხმების მიღწევა საქართველოს წარმატებას ნიშნავს.

"ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი. კომპრომისის მიღწევა იყო რთული, მაგრამ მადლობელი ვართ შარლ მიშელის, ასევე სალომე ზურაბიშვილის, რომელმაც უმასპინძლა დღეს ამ საღამოს. ეს შეთანხმება რჩება ღია ინდივიდუალური პარლამენტის წევრებისთვის ხელმოსაწერად. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება, რომლითაც საქართველომ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, მის ევროატლანტიკურ ოჯახში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკას უნდა ნახოს საქართველო წარმატებული და უნდა, რომ აქ დემოკრატიის წარმატება ნახოს. ეს არის ნამდვილი წარმატება საქართველოსთვის. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა საქართველოს ეყოლება ფუნქციური პარლამენტი", - განაცხადა კელი დეგნანმა.