ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა
ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა

A+ A-

22:40 19/04/2021

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს - დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს არ უერთდება, ბაქრაძე კი "ევროპულ საქართველოს" აღარ წარმოადგენს, რომელიც ასევე არ უერთდება დოკუმენტს.

ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.