"ჩემი აზრით, ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა"
"ჩემი აზრით, ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა"

A+ A-

17:09 17/04/2021

პარტია "გირჩის" წევრ ვახო მეგრელიშვილს ოპოზიციის მხრიდან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს.

"გამიჩნდა კითხვა, როგორ აპირებენ ოპოზიციონერი ჩვენი კოლეგები დარწმუნებას ჩვენი პარტნიორების ევროპასა და ამერიკაში, იმაზე, თუ რატომ არ აწერენ ხელს. ამას არგუმენტები სჭირდება. გუშინდელი დღიდან, მე ვუსმენ მათ გამოსვლებს და მართალი გითხრათ, ჯერ არგუმენტები ვერ მოვისმინე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნათელი იყოს ვითარება, ვინ რას აპირებს რომ გააკეთოს, ვიცოდეთ "ქართული ოცნების" მხრიდან და  ვიცოდეთ ოპოზიციის დამოკიდებულება. მაგალითად, ოპოზიციას რომ ვუსმენ მეჩვენება, რომ ისინი არათუ კომპრომისს, ჩვეულებრივ ულტიმატუმებს აყენებენ. მეც ხომ ვესწრებოდი ამ შეხვედრებს, იქ სამი პუნქტი და ორი პუქტი არ არსებობს ცალ-ცალკე, ეს არის ერთიანი შეთანხმება, ან თანხმდები, ან -არა. შეუძლებელია ყველაფერი მოგწონდეს ამ შეთანხმებაში"-განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა.

"ჩემი აზრით, ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა, ყოველ შემთხვევაში ისინი არგუმენტებს არ ამბობენ, ისინი არიან რაღაც უცნაურ პოზაში, რომელიც ეყრდნობა არა რაიმე მტკიცებულობას ან ფაქტებს, არამედ შეიძლება ტელევიზიების სიუჟეტებს. ვერც კი წარმომიდგენია, რა არგუმენტაციით უნდა მივიდნენ ჩემი კოლეგები, თუნდაც ჩვენს პარტნიორებთან. ჯერჯერობით მე პასუხები ვერ მოვისმინე, მაგრამ დაველოდები, ალბათ, დრო სჭირდებათ რომ გაიზარონ, ალბათ, მეც მჭირდება, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

"ქართული ოცნება" დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერს.