რიონში ერთი კვირის წინ გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
რიონში ერთი კვირის წინ გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

A+ A-

17:07 17/04/2021

მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცი ამ დრომდე ვერ იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რიონში დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადიდებულ რიონში გადახტა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, მეგობართან ერთად ნამოხვანში თბილისიდან სამი დღის ჩასული იყო. როგორც ადგილზე აცხადებენ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ.

მამაკაცი მდინარეში 10 აპრილს გადახტა. ამის შემდეგ პოლიციამ ხეობის მცველებს კარვები აუშალა და გუმათჰესთან გზა ჯერ რკინის ჯებირებით ჩაუკეტა, შემდეგ კი რკინის ბარიკადები აღმართა.

ამ დროისთვის სოფელ გუმათში რკინის კედლის ნაწილია აღებული. აქციის მონაწილეებს ნამოხვანში ამ დრომდე არ უშვებენ.