რამდენიმე მსახიობი რუსთაველის თეატრთან აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა
რამდენიმე მსახიობი რუსთაველის თეატრთან აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა

A+ A-

15:26 17/04/2021

რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი რობერტ სტურუას და ელისო ბოლქვაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.

აქციის მიმდინარეობისას თეატრის შენობიდან რამდენიმე მსახიობი გამოვიდა და პროტესტის შინაარსი გააკრიტიკა. მსახიობები აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც მსახიობები ამბობენ, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან ჩახსნა რუსთაველის თეატრმა და ახლა რობერტ სტურუას მიმართ რაიმე სახის კრიტიკა არასწორია. მათივე თქმით, ყველანაირი სახის ძალადობას გმობენ.

რობერტ სტურუას მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა ლევან ხურციამ, პაატა გულიაშვილმა, გოგა ბარბაქაძემ, მარიკა დობორჯგინიძემ და ა.შ.

"გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს რობერტ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური. რაც შეუძლია გააკეთოს, თეატრმა ეს გააკეთა. თუ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და გამოცხადდება ეს კაცი დამნაშავედ, მაშინ მიიღებს კიდევ მეტ გადაწყვეტილებას.

სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას. მე ვარ ამ თეატრის მსახიობი და ვიცი, რა ხდება", - აცხადებს გოგა ბარბაქაძე.