"ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს"
"ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს"

A+ A-

12:16 17/04/2021

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო აღნიშნავს, ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა.

„ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“, – წერს ბიურო „ტვიტერზე“.