კახეთის შემდეგ ოპოზიცია ბათუმის მოსახლეობას შეხვდება
კახეთის შემდეგ ოპოზიცია ბათუმის მოსახლეობას შეხვდება

A+ A-

11:39 17/04/2021

კახეთის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები დღეს უკვე ბათუმში ჩავლენ. ხელისუფლების ოპონენტები მოსახლეობას შეხვდებიან და განუმარტავენ, თუ რატომ არის გადამწყვეტი 15 მაისს, თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

"დღეს ოპოზიციის ლიდერები სტუმრობენ ბათუმს. გვექნება კარდაკარ შეხვედრები. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვესაუბრებით იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, რომელიც 15 მაისს არის დაგეგმილი. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილს ვერაფერმა ვერ დაახევინა უკან, ვერც საერთაშორისო მოლაპარაკებამ, ვერც საერთაშორისო ზეწოლამ, ერთადერთი რაც მას აშინებს და ერთადერთ შემთხვევაში, როცა ის დაიხევს უკან, ეს არის ხალხის, საზოგადოების ერთობლიობა და ქუჩაში გამოსვლა, რადგან ის ითვლის აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობას, თავებს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თევდორაძემ.

ოპოზიციის ლიდერებმა რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. ისინი თბილისში, 15 მაისს, მასშტაბურ აქციას აანონსებენ.