კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა

A+ A-

11:04 17/04/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 126, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 55, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 471, აჭარაში – 398, იმერეთში – 369. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში – 247, აჭარაში – 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 7, იმერეთში – 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 – თბილისში, 188 – აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 253, ხოლო აჭარაში – 4.

6 ოქტომბრიდან 16 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 417 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 987 პირი, აჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 137