24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა
24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

A+ A-

11:01 17/04/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.