"ის გუნდი, რომელიც გუშინ ვიხილეთ, გინდ ყოფილა გინდ - არა"
"ის გუნდი, რომელიც გუშინ ვიხილეთ, გინდ ყოფილა გინდ - არა"

A+ A-

17:07 15/04/2021

"გინდ ყოფილა, გინდ - არა" - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გიგი უგულავა იმ 6 დეპუტატით შედგენილ გუნდს, რომლებმაც გუშინ, უმრავლესობა დატოვეს და გიორგი გახარიას პარტიას უერთდებიან.

"ის ჯერ არც საზოგადოებისთვის და არც პოლიტიკური კლასისთვის არ წარმოადგენს ოპოზიციას. პოლიტიკური პერსპექტივაზე ჯერ ლაპარაკი ადრეა. ის გუნდი კი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გინდ ყოფილა გინდ-არა. რას წარმოადგენს ჯერ არავინ არ იცის", - განაცხადა უგულავამ.

მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა​, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა.