"ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან რომელიმე მათგანი, ოპოზიციას წარმოადგენს"
"ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან რომელიმე მათგანი, ოპოზიციას წარმოადგენს"

A+ A-

16:49 15/04/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური არ იქნება.

"პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ ოპოზიცია ხარ და ამ დროს საუბრობ, რომ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფო გაქვს, ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტპატიმრები და ა.შ. მე მაგალითად, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან რომელიმე მათგანი, რაიმე სახით ოპოზიციას წარმოადგენს"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის. მისმა გუნდის წევრებმა უმრავლესობა უკვე დატოვეს. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ნიკა მელია და გიორგი რურუა კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.