"გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმა რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს
"გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმა რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს

A+ A-

16:22 15/04/2021

"არა ნამახვანჰესს!", "ქართული მიწა არ იყიდება"- აღნიშნული სლოგანებით "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, შემდეგ კი ფილარმონიასთან აქცია გამართეს. მათ რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქცია მიმდინარეობს გუმათშიც, სადაც რიონის ხეობის მცველები ითხოვენ, გუმათჰესთან აღმართული კრინის ბარიკადები პოლიციამ მოხსნას და აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს.

რიონის ხეობაში ვითარება დაძაბულია, ამის მიუხედავად ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი 173-ე დღეა გრძელდება.