გიორგი გახარიას პარტიას "ქართული ოცნებიდან" სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან
გიორგი გახარიას პარტიას "ქართული ოცნებიდან" სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან

A+ A-

14:50 15/04/2021

გიორგი გახარიას პარტიას "ქართული ოცნებიდან" სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან. პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან გახარიას გუნდში შესაძლოა, კიდევ ბევრი სახე ვიხილოთ.

"არიან დღეს ისეთი ადამიანები "ქართულ ოცნებაში", რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით არ ვითარდება, ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ ამ რადიკალიზაციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, განხეთქილებას საზოგადოებას შორის. რა თქმა უნდა განვიხილავთ და  ვფიქრობთ, რომ გამოჩნდებიან კიდევ დამატებით ადამიანები, ვგულისხმობ მმართველი გუნდიდან პირველ რიგში, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ შემოუერთდნენ გახარიას გუნდს", - განაცხადა  ხოჯევანიშვილმა.

"ძალიან ბევრ ახალ საინტერესო წევრს ნახავთ, დაელოდეთ მოვლენებს, მე გითხარით, რომ ბევრი შემოგვიერთდება კიდევ. ბატონი გიორგი გახარია ძალიან მალე მოგახსენებთ ყველაფერს", - განაცხადა პარალმენტის წევრმა შალვა კერესელიძემ.

მმართველი პარტია გუშინ ექვსმა დეპუტატმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა​, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა. ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.