საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

11:08 15/04/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 32 801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 919, „პისიარ“ ტესტით – 11 882.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,14%, ბოლო 14 დღის – 2,68%, ბოლო 7 დღის – 2,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 292 244 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 279 389 გამოჯანმრთელდა, 3 908 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 24 917 პირი, დღიურად აცრილია – 1 424 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 616 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 394 პირი.