"​ვფიქრობ, საჭიროა საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა"
"​ვფიქრობ, საჭიროა საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა"

A+ A-

15:19 12/04/2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"არაჩვეულებრივი იქნებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. ​ვფიქრობ, საჭიროა შარშან დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა. ბაზარი შეცვლილია და უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რამდენად არის საკმარისი მოთხოვნა. თუმცა, ზოგადად, ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.