"თუ არ მივყევით რეომენდაციებს, შესაძლოა, დაიწყოს მასობრივი გავრცელება"
"თუ არ მივყევით რეომენდაციებს, შესაძლოა, დაიწყოს მასობრივი გავრცელება"

A+ A-

15:11 12/04/2021

საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება.

"ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, გაუარესებულია და რთულდება. დღესდღეობით გვაქვს ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული და არ მივყევით რეომენდაციებს, შესაძლოა, დაიწყოს მასობრივი გავრცელება. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 20 622 ადამიანია აცრილი. მაგრამ ეს მაინც მცირეა, იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება. საჭიროა, ქვეყანაში ყოველდღიურად 3-დან 4000-მდე ადამიანი აიცრას, რომ მარტ-აპრილში ჩვენ გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. 300 000-მდე ერთჯერადად აცრილი გვეყოლება მარტ-აპრილში, თუკი დღეში 3000 ადამიანი აიცრის. ქვეყანაში მასობრივი აცრები კი დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.