"თუ 7 საკითხიდან ერთი მაინც ფაქტობრივად დადგება კენჭისყრაზე, ჩვენ ლეგიტიმაციას მივცემთ პარლამენტს"
"თუ 7 საკითხიდან ერთი მაინც ფაქტობრივად დადგება კენჭისყრაზე, ჩვენ ლეგიტიმაციას მივცემთ პარლამენტს"

A+ A-

14:23 12/04/2021

"გირჩის" წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ თუ რომელიმე შესრულდება, პარტია პარლამენტში შევა.

"ამ შვიდი საკითხისთვის ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყოველგვარი ხელფასის გარეშე, მათთან ერთად, არ ვიცი კულუალურად კაბინეტებში, ინტერესს ჯგუფებთან, კონფერენციები ჩავატაროთ, საგანმანათლებლო ნაწილი გავაკეთოთ, ყველაფერი, ამ საკითხებთან მიმართებაში, ნებისმიერთან მიმართებაში. თუ ერთი საკითხი მაინც ფაქტობრივად დადგება სესიაზე, კენჭისყრაზე, ჩვენც შევალთ სასესიო დარბაზში და ლეგიტიმაციას მივცემთ ამ პარლამენტს. თუ ჩვენ ყველამ ეს დავინახეთ და ვთქვათ ასე წარიმართა პროცესი, ნებისმიერი 7-დან 1 საკითხთან მაინც, მაშინც ხო გასაგებია, რომ ეს ხალხი მართლა სერიოზულად უდგება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემების გადაწყვეტას", - აცხადებს მეგრელიშვილი.

მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია პარტიამ ოფიციალურ სოციალურ ქსელში გაავრცელა. "გირჩის" მოთხოვნებია:

ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;

კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულირებებისგან;

რაიონული პოლიციის შერიფები აირჩიოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით;

პირველი ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი წესით აირჩიოს ხალხმა და ბრალდებულს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;

ქვეყანაში დაშვებულ იქნას მულტისავალუტო რეჟიმი;

მოხდეს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია;

რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.