"კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს ერთმანეთის პროდუქციის ერთგვარი დაკნინება"
"კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს ერთმანეთის პროდუქციის ერთგვარი დაკნინება"

A+ A-

14:12 12/04/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ჩინური ვაქცინის წინააღმდეგ შავ პიარზე საუბრობს.

"იმიტომ აირჩია საქართველომ ეს გზა, რომ მხოლოდ ყველაზე უფრო მაღალი დადასტურებით, უსაფრთხოების და შედეგიანობის დადასტურების შემდეგ დაიწყო ამა თუ იმ ვაქცინით მოსახლეობის აცრა. ჯანმოს პოზიცია ასეთია, რომ მან მისცა დადასტურება ჯერჯერობით მხოლოდ 2 ვაქცინას, თუმცა ჩინურ ვაქცინებზე მას აქვს განცხადება, რომ უკვე მოსალოდნელია, აპრილის ბოლოსკენ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომი არის, იმიტომ რომ ასტრაზენეკაზეც ასე იყო. ძალიან დიდი ინტერესების გადაკვეთაა, ჯანდაცვის საკითხს გასცდა ვაქცინების საკითხი და გახდა უკვე პოლიტიკური, ფინანსური და არ ვიცი, შეიძლება ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშაა. კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს კონკურენტი კომპანიების მიერ ერთმანეთის პროდუქციის ერთგვარი დაკნინება და შეიძლება ამას ეთქვას შავი პიარი"-განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" 100 ათასი დოზა, 3 აპრილს უკვე შემოვიდა, თუმცა ჯერ არ დაუწყიათ მისი გამოყენება, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან.